25 წლის კაცი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2025-07-20 15:55:56

25 წლის ახალგაზრდა კაცს, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კუხეშის ტერიტორიაზე (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ტაქსით მივიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი სოფელ საჩინოში, ინწირას სანაპიროზე იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შუნაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.