ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

2025-07-20 14:09:24

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახიდე გადასასვლელი.

მათივე ინფორმაციით, ამის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თვისუფალია.