საქართველოდან 525 პირი გააძევეს

2025-07-19 15:17:16

2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოდან 525 პირი გააძევეს, რაც უკვე უფრო მეტია იმაზე, რამდენიც გასულ 2024 წელს გააძევეს - 363. ამის შესახებ შსს-ს მონაცემებიდან ვიგებთ.
სტატისტიკის მიხედვით, წლის 1-ელ კვარტალში ქვეყნის იძულებით დატოვება 219 ადამიანს მოუწია, მე-2 კვარტალში კი ეს რიცხვი 306-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გაძევებულთა მოქალაქეობას, წლის საწყის 6 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე გააძევეს, მეორე ადგილზე ირანია, ხოლო მესამეზე - ჩინეთი.
2025 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა განაწილება, ეროვნების მიხედვით - ტოპ-5:
ინდოეთი - 89 გაძევებული პირი;
ირანი - 82 გაძევებული პირი;
ჩინეთი - 62 გაძევებული პირი;
თურქეთი - 55 გაძევებული პირი;
რუსეთი - 33 გაძევებული პირი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან საანგარიშო პერიოდში გაძევებულ პირთა 32.57% ინდოეთის ან ირანის მოქალაქეა.

 

წყარო : bpn