შსს-მ ერთი პირი დააკავა

2025-07-19 13:52:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1963 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ.ნ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი.

სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: გამომშრალი „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება და 6 ძირი მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.