ამბროლაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.