გორში, ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
20 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მეზობლების ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა.
მათივე ინფორმაციით, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, ქმარმა თვითდაზიანება მიიყენა. იგი კლინიკა ,,გორმედშია" გადაყვანილი.
ახალგაზრდა ქალს კი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტი “ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტრიში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.