200-ლარიანი სტიპენდია რუსთაველი სტუდენტებისთვის

2025-06-10 14:39:52

რუსთავის მერია პროგრამას "პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის" აგრძელებს. 

"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.

ქვეპროგრამის მიზანია, რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, 18 წლის ასაკიდან პირებისთვის, პროფესიული პროგრამების შესწავლის წახალისება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა. ასევე, შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი პროფესიული პროგრამების დანერგვის და პოპულარიზაციის მხარდაჭერა.

დაფინანსება მოიცავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის, ყოველთვიურად, 200 ლარით წახალისებას პროფესიული პროგრამის დასრულებამდე", - ნათქვამია ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.