300 და 500-ლარიანი ჯილდო სკოლის მოსწავლეებისთვის

2025-06-10 13:30:03

რუსთავში "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების პროგრამა" გრძელდება. 

პროგრამა წარჩინებული მოსწავლეების წახალისებას 300 და 500-ლარიანი ჯილდოთი ითვალისწინებს. 

"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეები.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი),  ხოლო ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 300(სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას. 

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.

პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.