შემოსასვლელის

2024-06-09 14:13:41

"2 წლის წინ მოხდა ამ შენობის დემონტაჟი, რის შემდეგაც ეს ტერიტორია არის ასე, არის ანტისანიტარია. მიაფარეს მხოლოდ თუნუქის ღობე, მე მგონი პრობლემა ამით მოაგვარეს. მეტი არაფერი მომხდარა დემონტაჟის შემდეგ. აქ ყოველდღე არის ანტისანიტარია. საშინელებაა, რუსთავის სახე უნდა იყოს ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი და გამოიყურება ასე. სულ რაღაც ორი დღის წინ ვადევნე ჩვენი ქალაქის მერის განცხადებას თვალი, თურმე ევროპული, გამწვანებული და ლამაზი გზებით ქალაქი დისკომფორტის გარეშე არ შეიძლება, კარგია რომ რაღაცები კეთდება, უბანში ჭაობი აღარ გვაქვს და გვაქვს სკვერები, კარგია, რომ ჟამნებიდან აღარ მომდის მესიჯები და წყალი გვეღირსა რუსთაველებს, მაგრამ ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს. მივმართეთ მერიას განცხადებით, პირადად მივწერე მერს პირად ფეისბუქ გვერდზე, ოფიციალურ გვერდზეც, მეზობლებმა შეაგროვეს ხელმოწერები და სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ იყოს, როგორც თქვეს რაღაც ტრაქტორს ელოდებოდნენ. რა ტრაქტორს ელოდებიან ამნაირს, შარტავას გამზირი იმდენჯერ გადათხარეს მეგონა რომ თამარ მეფეს ეძებდნენ და რა ტრაქტორი ვერ მოიყვანეს აქამდე, ძალიან მაინტერესებს. ქალაქის შემოსასვლელი, რომელიც ვიზიტორებისთვის უნდა იყოს ქალაქის სახე ასე არ უნდა გამოიყურებოდეს. წერილი დაახლოებით წლინახევრის წინ შევიტანეთ და არანაირი პასუხი არ არსებობს. ავტობაზრობაზე ამსვლელი ხალხისთვის ეს არის საპირფარეშოდ ქცეული. გაუსაძლისია აქ ყოფნა. კორპუსის უკანა მხრიდან არის გაზგასამართი სადგური, დგას გაზის ცისტერნა, აქეთ გადმოიხედავ და შარდის სუნად ყარს, იქით გადაიხედავ და გაზის სუნად. ან რამდენად მართალია, რომ ამხელა კორპუსის წინ იდგეს გაზის ცისტერნა და ხდებოდეს გაზის დატენა, არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამასაც მიაქციონ ყურადღება. 

ჩვენ ჩვეულებრივი მოსახლეობა არ ვართ ვალდებულები, მოვიძიოთ ვისია, ფიზიკურად წვდომაც არ მაქვს, რომ მოვიძიო ვისი კერძო საკუთრებაა, ყველა ვარიანტში პასუხისმგებელი არის ქალაქის მერია, თუ ეს ტერიტორია ეკუთვნის კერძო პირს, როცა დაავალეს დემონტაჟი მიეცათ კონკრეტული ვადები, რომ დემონტაჟის შემდგომ მოეწესრიგებინათ ტერიტორია, არ შესრულების შემთხვევაში დაეჯარიმებინათ იმ თანხით, რა თანხაც ამ ტერიტორიის მოწესრიგებას სჭირდება. ყველა ვარიანტში პასუხისმგებელია მერია, თუ კერძო პირასაა დაავალოს დასუფთავება, თუ მერიის ბალანსზეა, ნება იბოძონ და ევროპული, გამწვანებული ულამაზესი რუსთავის შემოსასვლელი არ გამოიყურებოდეს",-