ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2025-05-18 12:10:08

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკის" ინფორმაციით, სტადიონზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, კაცს ჭრილობა გულის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.