ლილო მოლში ხანძრის დროს 30-მდე მაღაზია დაიწვა

2025-04-16 15:38:32

ლილო მოლში ხანძრის დროს 30-მდე მაღაზია დაიწვა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ლილო მოლის დირექტორმა გიორგი ჩომახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხანძარი ტანსაცმლის სექციაში იყო და ამ დროისთვის უცნობია რა რაოდენობის ზარალა მიადგათ.

შემთხვევის შედეგად არავი დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ლილო მოლის ტერიტორიაზე დილის საათებში გაჩნდა. ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები