ავარიის შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

2025-04-11 17:44:17

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევა ორთაბათუმში მოხდა.

ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა არასრულწლოვანი კლინიკაში დაახლოებით დღის 14:00 საათზე შეიყვანა, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოიძება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.