როდის აღდგება წყლის მიწოდება

2025-04-08 18:55:13

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 8 აპრილს ქალაქ რუსთავში, ლომოურის ქუჩა N2-ის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღე, 8 აპრილს დღის 13:45 საათიდან  ღამის 23:45 საათამდე  წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ქალაქ რუსთავში: მე-6, მე-7, მე-7ა, მე-8, მე-14, მე-15, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს; შარტავას, ახაზეთის, ლეონიძის, ტაშკენტისა და ჩერკასკის ქუჩებს; მესხიშვილისა და თოდრია ქუჩებსა და გასასვლელებს, კლდიაშვილის ქუჩის ლუწ ნომრებს და მეგობრობის გამზირის კენტ ნომრებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge