ქუთაისის მიმდებარედ, აეროპორტის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
ადგილობრივი მედიის "ინფო იმერეთის" ცნობით, ქვეითი შემთხვევიდან მალევე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.