გერმანიაში ხალხში ავტომობილი შევარდა, დაიღუპა 2, დაშავდა 25

2025-03-03 18:38:58

გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმში ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

Bild-ის ცნობით, დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი შავი ჯიპი გერმანიის კარნავალის სეზონის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს შეეჯახა.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი უბედურ შემთხვევას ჰქონდა.