მილანში 24 წლის ქართველი დააკავეს

2025-02-23 18:34:18

იტალიაში, მილანში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, პოლიციამ შეამჩნია, როგორ მოპარა 24 წლის ქართველმა კაცმე მილანის ცენტრალურ რკინიგზაზე ერთ-ერთ ადამიანს მობილური ტელეფონი.

ახალგაზრდა ადგილზევე დააკავეს, მოპარული მობილური კი მეპატრონეს დაუბრუნეს.