რუსთავში გიორგაძის, ჯავახიშვილისა და გრანელის ქუჩების შიდა ეზოებში ბეტონის საფარის მოწყობა, ზედგენიძის ქუჩაზე კი დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მოხდება.
შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
გზის საფარების მოსაწყობად ადგილობირივი ბიუჯეტიდან 1 646 983 ლარია გამოყოფილი.