ახალი წლის დღეებში იუსტიციის სახლი არ იმუშავებს.
როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეები სერვისებს ჩვეულ რეჟიმში 8 იანვრიდან მიიღებენ.
"გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღეებში გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი 2025 წლის 1-2-3 იანვარს არ იმუშავებს.
4-5 იანვარს, შაბათს და კვირას, სტანდარტულად მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებული დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი (იხ. სერვისების ჩამონათვალი: psh.gov.ge/?WH=true).
6 იანვარს იუსტიციის სახლში სერვისები გაიცემა შეზღუდულად და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურება.
7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, იუსტიციის სახლი არ იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან სერვისებით სარგებლობა ჩვეულ რეჟიმში გახდება ხელმისაწვდომი",- ნათქვამია განცხადებაში.