31 დეკემბერს, რუსთავში, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიება "ახალი წლის დღეები" გაიმართება.
14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები, სხვადასხვა საბავშვო აქტივობები
14:30-15:00 - მოსიარულე ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
15:00-17:00 - ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად
17:00-17:30 - ილუზიონისტის შოუ
17:30-18:00 - მოსიარულე ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
18:00-19:30 - კონცერტი: კვარტეტი "რანინა", ანსამბლი "ქართული ხმები", ჯგუფი "გუფილენდი".
19:30 - საზეიმო ფოიერვერკი
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.