მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახუდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მოზარდი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრწულოწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ცნობით, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
ადგილობრივი მედიის 24news-ის ცნობით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.
ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული იყო.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი“ მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარლვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ფოტო: 24news