რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ორ მძღოლს შორის დაწყებული დაპირისპირება დაკავებით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორ 40 წლამდე მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაგისტრალზე, სავარაუდოდ ავტომობილის მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაიწყო და კონფლიქტი რუსთავში ლომოურის ქუჩაზე გაგრძელდა.
დაპირისპირებაში ჩართული ერთ-ერთი პირი სამართალდამცავებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს.