1 და 2 იანვარს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები, როგორც შიდა საქალაქო, ასევე რუსთავი-თბილისის ტრანსპორტი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში განუცხადეს.
მათი ცნობით, 3-დან ტრანსპორტი მგზავრებს ისევ ჩვეულებრივი გრაფიკით მოემსახურება: შიდა საქალაქო 07:00-დან 00:00-მდე, ხოლო თბილისი-რუსთავის 07:00-დან 01:00-მდე.