ივნისში სარემონტო სამუშაოების გამო დახურულმა რუსთავის იუსტიციის სახლმა დღეიდან მუშაობა გაანახლა.
ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
"დღეიდან, 30 დეკემბრიდან, ქალაქ რუსთავში იუსტიციის სახლის სერვისების მიღებას მომხმარებელი კვლავ ძველ მისამართზე ‒ მეგობრობის ქ. №29-ში შეძლებს.
იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.
დროებითი ფილიალი ‒ დავით აღმაშენებლის გამზ. №89, რომელიც მომხმარებელს სარემონტო სამუშაოებისას ემსახურებოდა, აღარ ფუნქციონირებს",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.