რუსთავის თავისუფლები მოედანზე მოწყობის საახალწლო სოფელში ჯგუფი "ურსას" კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურმა ჯგუფმა ერთი საათის განმავლობაში ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სხვადასხვა ჰიტი შეასრულეს.
ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო.
"ურსას" კონცერტის დაწყებამდე მთავარ სცენაზე საახალწლო მეჯლისი გაიმართა.
რუსთავის მერიის ორგანიზებით, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილი საახალწლო სოფელი, რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებითა და კონცერტებით 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.