თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა [video]
2018-01-14 18:56:15

თურქეთში Pegasus-ის თვითფრინავი რეისს ანკარიდან ტრაბზონის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ბილიკზე მოსრიალდა და ფერდობზე დაეშვა. შემთხვევის დროს თვითფრინავში 162 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ბოინგ 737 დაშვების შემდომ ტრაბზონის აეროპორტმა მუშაობა რამდენიმე საათით შეწყვიტა. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. ნახეთ ვიდეო.