სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნოემბრის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 50 ობიექტში ჩატარდა.
საჯარიმო სანქცია ერთ-ერთ ობიექტს მითითების შეუსრულებლობის გამო, მეორეს კი ვადაგასული პროდუქტის განმეორებით რეალიზაციისთვის დაეკისრა.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 188 ობიექტზე ჩატარდა, 38 დოკუმენტურად შემოწმდა, ნიმუში აიღეს 110-დან, ჯარიმა კი 8-ს დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი მაღაზიების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.