რუსთავში, მე-12 მირკორაიონში ხანძარი იყო.
ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინაში გაჩნდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება.