დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

2024-11-01 17:35:57

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თავად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არ ასახავდა რეალურ სურათს.

ორივე მათგანი გუშინ, 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.