ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

2024-11-01 10:27:15

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინიმუმ 155 ადამიანის დაღუპვა ვალენსიაში დაფიქსირდა, ორი ადამიანი კასტილა-ლა მანჩაში დაიღუპა, ერთი კი ანდალუზიაში. ოფიციალური პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ბევრი დაკარგულია.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება და ხელისუფლებამ გუშინ სამაშველო მისიაში 1 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩართო, რომლებიც დრონების დახმარებით მოქმედებენ.

”ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

ესპანეთში გუშინ სამდღიანი გლოვა დაიწყო, სამთავრობო შენობებზე დროშები დაშვებულია.