თბილისი-რუსთავის მარშრუტისთვის შეძენილი ავტობუსები ჩამოვიდა

2024-09-16 13:02:12

თბილისი-რუსთავის მარშრუტისთვის შეძენილი ავტობუსები ჩამოვიდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის მიერ შეძენილი "ოტოკარის"  ბრენდის ავტობუსების ნაწილი, 20 ერთეული, თურქეთიდან რუსთავისკენ მოემართება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის 5 მარშრუტისთვის ქალაქმა 19 850 880 ლარად 70 ერთეული ავტობუსი შეიძინა.

როდიდან მოემსახურება რუსთაველ მგზავრებს ახალი ავტობუსები "ინფო რუსთავი" გაარკვევს.