ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი გარდაიცვალა

2024-09-16 10:44:24

წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა , როცა ის ქუჩის გადაკცეთას ცდილობდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 60 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცაცები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს