რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-07-27 18:00:01

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს ორი სტვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს ბენზინი გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მძღოლი, ორმა ადამიანმა კი დაზიანებები მიიღო.

როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.