ეროვნული გამოცდების მე-3 დღე რუსთავში

2024-07-05 18:57:34

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-3 დღე დასრულდა.

აბიტურიენტები გამოცდას დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ. გამოცდა ერთ სესიად წარიმართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა რეგისტრირებული 502 აბიტურიენტიდან 475 გამოცხადდა.

მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.