როდის აღდგება რუსთავში ელ. ენერგია

2024-06-28 12:20:02

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში:

მარჯანიშვილის, კლდიაშვილის,  თავგორაშვილის, თოდრიას, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში;   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.