რუსთავში 17 წლის გოგოს მოტოციკლი დაეჯახა

2024-06-24 19:50:10

რუსთავში შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, 17 წლის გოგო, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა მოტოციკლი დაჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და მას შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უტარდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები