რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-06-10 19:55:43

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივნისს 11:30-დან 18:15 საათამდე რუსთავში ელექტროენერგია შუწყდება N27-ე საჯარო სკოლას, 21-ე მიკრორაიონში კორპუსებს N4-5-11-12-13, 21-ე და მე-20 მკ.რ.-ების მიმდებარედ პოლიციელებისთვის ახალ აშენებული #2 კორპუსს. 11:30-დან 11:45 საათამდე და 18:00-დან 18:15 საათამდე - რუსთავის ბაგა-ბაღებს N3, 33, 32; N22-ე საჯარო სკოლას, 21-ე მიკრო რაიონის კორპუსებს N9, 13, 15, 16, 2, 21, 22, 7, 8, 10. 10:30-დან 18:00 საათამდე - აბონენეტბს მეგობრობის (კორპ. 15-19-23-27), კლდიაშვილის (კორპ. 7), 9 ძმის (კორპ 16-16ა) ქუჩებზე. 13:00-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე (კორპ N10-11-12) და მე-14 მიკრო-რაიონში (კორპ N14-37-38-39-10-12ბ).

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.