რუსთავში კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

2024-05-31 20:40:41

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა.

შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა.

როგორც მეზობლები ყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

“ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა”, - ამბობს კორპუსის მცხოვრები.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.