მანდატურის უფლებები

2024-05-31 17:52:14

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

ბავშვები ყველაზე ადეკვატუი მსმენელები არიან, სწორად აღიქვამენ წესებს და იცავენ თავიანთ უფლებებს.

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის თემაა, რისი უფლება აქვს მანდატურს? თემის ირგვლივ ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი ისაუბრებს.

"სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე ზრუნვა მანდატურის პირდაპირი ვალდებულებაა. წესრიგის დაცვის მიზნით, მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს მისი კანონიერი მითითებები, ხოლო სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მანდატური ვალდებულია, შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს.

საკოლაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მას შეუძლია უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერების განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლის დათვალიერება ფიზიკური შეხების გარეშე, მეტალო დეტექტორის გამოყენების საშუალებით უნდა განხორციელდეს.

დათვალიერების მიზანი კი იმ საგნის აღმოჩენა უნდა იყოს, რაც აკრძალულია კანონმდებლობის მიხედვით და არღვევს სკოლის შინაგანაწესს. დამთვალიერებელი იმავე სქესის უნდა იყოს და ამ პროცესსმ სკოლის სხვა თანამშრომელიც უნდა ესწრებოდეს.

თუ დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ისეთი საგანი, როგორიცაა იარაღი, ნარკოტიკი ან კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთი, სკოლა ვალდებულია შეატყობინოს სამართალდამცავებს და ეს საგანი გადასცეს მათ. ხოლო ის ნივთები, რაც  არ შედის პოლიციის კომპეტენციაში, მაგრამ აკრძალულია სკოლის შინაგანაწესით, მაგალითად ალკოჰოლური სასმელი ან ძვირადღირებული საგნები, დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ მშობლებს.

თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო დათვალიერებაზე და წინააღმდეგობას უწევს მანდატურს, მაშინ შესაძლებელია მოსწავლის განცალკევებით, სხვა სივრცეში გადაყვანა, მშობლის ან სამართალდამცავის მოსვამდე.

მოსწავლის დათვალიერების, მით უმეტეს, განცალკევების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს და შედგეს ოქმი, სადაც კონკრეტულად ჩაიწერება განცალკევების მიზეზები, ზედაპირული დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთის აღწერა და სხვა გარემოებები.

ამ პირობების შეუსრულებლობა კანონდარღვევაა და პასუხი შეიძლება მოეთხოვოს დირექციას".