გერმანიაში 36 წლის ქართველი დააკავეს

2024-05-30 12:41:23

გერმანიაში 36 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარა და გაიქცა.

საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გერმანელმა სამართალდამცავებმა ქართველს მიაგნეს და დააკავეს.

გამოძიების პროცესში აღმოჩნდა, რომ სხვა მაღაზიებშიც მოიპარა სხვადასხვა პროდუქტი.