რუსთავში პოტენციური საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება მიმდინარეობს

2024-05-27 19:19:31

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი ტექნოლოგიებით ჩასატარებლად პოტენციური საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება მიმდინარეობს.

შესაბამის სასწავლო კურსებს ცესკო და სასწავლო ცენტრი ატარებს.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტგრირებული 477 ადამიანი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები განახლებული ტექნოლოგიებით.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.

"ცესკო და სწავლების ცენტრი 2024 წლის 8 მაისიდან აწარმოებს საინფორმაციო და სასწავლო პროექტს, ადმინისტრატორის კურსები. ამ პროექტის მიზანია, მოიძიოს პოტენციური საუბნო საარჩევნო კომისიის რესურსი, ანუ კადრი, რომელიც შეისწავლი და დაეუფლება საარჩევნო ტექნოლოგიებს და მასთან ერთად იმ სიახლეებს, თუ რასაც ეს ტექნოლოგიები მოიცავს. ისწავლიან, როგორ უნდა მოახდინოს ამომრჩეველმა თავისი თავის რეალიზება ამ ტექნოლოგიების მეშვეობით. ფარულობა, არჩევნების ძირითადი პრინციპი, ხმის დაცულობა და შემდეგ უკვე შშმ პირების უზრუნველყოფა, რომ მათ თავისუფლად, დამოუკიდებლად შეძლონ, ამ აპარატით მისცენ და დააფიქსირონ ხმა.

მისი მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ და გამართულად ჩავატაროთ.

477 ადამიანია დარეგისტრირებული რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული. ეს ტრენინგი სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს და 4 ივნისამდე",- განაცხადა გაგა აფციაურმა.

ცნობისთვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა შემდეგ რუსთავში საარჩევნო უბნები 84-დან 57-მდე შემცირდა.