რუსთავში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა [photo]

2024-05-23 18:53:27

რუსთავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი ტაქსი სამგზავრო მიკროავტობუსს, მიკროავტობუსი კი "მერსედესის" მარკის გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.