"ჰაერში ვისროლე"

2024-05-10 18:02:37

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მასზე თავდასხმა სცადეს.

"მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით

გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული

ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ

ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას
ჰაერში ვისროლე და დავემუქრე

პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა

ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში
ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა",
- წერს ზურა ჯაფარიძე.