"აუცილებლად მოგეკითხება"

2024-05-10 13:26:32

რუსთაველი სამოქალქო აქტივისტებისა თქმით, კანონის გაპროტესტების გამო, უცხო ნომრებიდან დარეკვები მათთანაც დაიწყეს.

აქტივისტების განცხადებით, სატელეფონო საუბრისას მათ, ძირითადად, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ზარებს რუსთაველები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და აქვეყნებენ სტატუსებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უთხრეს მათ.

"მე შენი კეთილის მსურველი ვარ და ყველა ცოდვა აუცილებლად მოგეკითხება", - წერს აქტივისტი გიორგი თვალიაშვილი სოციალურ ქსელში.

"სამშობლოს მოღალატე ბ.. ხარო ილიკოო", - წერს აქტივისტი ილია გამყრელიძე.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, უცხო ნომრებით ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებსაც.

ზარი უცხო ნომრიდან კანონის მოწინააღმდეგე ათობით რუსთაველთან განხორციელდა.

შეგახსენებთ, მოქალაქეებს 7 მაისიდან ურეკავდნენ, აგინებენ და ემუქრებიან. ზარები თავდაპირველად უკრაინული და აზერბაიჯანული VPN-ით ფიქსირდებოდა, თუმცა შემდეგში აქტივისტებს ქართული ნომრებიდანაც დაურეკეს.

რამდენიმე პირმა დაწერა, რომ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარებიც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები