8 მაისს მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

2024-05-09 16:59:44

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 8 მაისს, მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

გუშინ დახვდნენ და სცემეს, ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი.

 

ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.

ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე აცხადებს, რომ თავს სატელეფონო მუქარის შემდეგ დაესხნენ. თავის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს მასზე თავდასხმას დიმა ჩიქოვანიც. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მშიშარა ტიტუშკები“ დაესხნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გუშინდელ თავდასხმებზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.