რუსთაველი ვეტერანი მოჭიდავე ამერიკის ვიცე ჩემპიონია

2024-04-25 14:14:22

რუსთაველი ვეტერანი მოჭიდავე, მახო გოგოლაძე ამერიკის ვიცე ჩემპიონია.

62 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე რუსთაველმა სპორტსმენმა ლას-ვეგაში გამართულ "ამერიკის ღია ჩემპიონატში" მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონატზე ჩატარებული 4 ბრძოლიდან 3 მოიგო და ვერცხლის მედალოსანი გახდა.