"ქოცებო, თქვე ნაცებო!"

2024-04-24 11:30:17

რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური და დაპირისპირებაა. 

ტერიტორიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები აქციას მართავენ და წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

აქციაზე მივიდნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. ერთმანეთს სიტყვიერად სწორედ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

"ქოცებო, თქვე ნაცებო!", - გაშლილია ბანერები ქალაქის მერიის წინ.

შეგახსენებთ, საკრებულოში იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. დეპუტატებმა უკვე გადააყენეს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია.


 

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები