ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა

2024-04-21 17:29:36

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველასა და თავხელიძის კვეთაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი დაშავდა და ის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.

ფოტო: მთავარი არხი