ავტომობილი მდინარეში გადავარდა და ერთი ადამიანი დაიღუპა

2024-04-21 12:20:34

ქობულეთში სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩლა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა.

შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.