თავგადასვლების ბანაკი რუსთავში

2024-04-20 19:58:08

ქალაქ რუსთავში 7-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის თავგდასავლების ბანაკი გაიხსნა. ბანაკი მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, რომლებიც მოზარდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას ემსახურება. აქტივობები როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში განხორციელდება.

ბავშვების განთავსება რუსთავის სკაუტურ ცენტრში მოხდება და ბანაკები როგორც ერთი, ისე 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თავგადასავლების ბანაკი ახალგაზრდებს ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას უმასპინძლებს.

ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, ბავშვებზე მორგებული პროგრამა, ოთხჯერადი კვება.

მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.