ავტომობილს მოძრაობის დროს ცეცხლი გაუჩნდა

2024-04-19 00:13:33

თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი "მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილს მოძრაობია დროს მოეკიდა.

სატრანსპორტო საშუალებაში მყოფმა პირებმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. ისინი თავს უვნებლად გრძნობენ.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.